გორის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი, ტონთიოს ეზოს შემოღობვის შესახებ, უარყოფითი შედეგით დასრულდა. რაც იმას ნიშნავს, რომ მონაწილეები იყვნენ, მაგრამ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
აღნიშნულ ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა, თუმცა შპს “თეგი+”-ს მერიის შესაბამისმა კომისიამ დისკვალიფიკაცია მიანიჭა, მიზეზი კი ტექნიკური დოკუმენტაციის დაწუნება გახდა.
გორის მერი რადიო “მოზაიკასთან” ამბობდა, რომ ტერიტორიის გასხვისებას და ამ თანხით ბიუჯეტის შევსებას აპირებს, თუმცა აუქციონზე ფართი ჯერ არ გაუტანიათ.
“ჯერჯერობით, ეს საკითხი უცვლელია. არ გაგვიტანია აუქციონზე გასაყიდად ეს ფართი. შევხედოთ, რა სიტუაცია იქნება, შესაძლოა, წლის ბოლომდეც მოესწროს გაყიდვა”, – ამბობს კონსტანტინე თავზარაშვილი.