გორის მერიას 1 წელში 50 ტენდერი ჩაუვარდა

268

გორის მუნიციპალიტეტის მერიას ერთი წლის განმავლობაში 50 ტენდერი ჩაუვარდა, ინფორმაცია ამის შესახებ, მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის ანგარიშშია ასახული.

​აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, შეწყვეტილია 4, ხოლო უარყოფითი შედეგით დასრულდა 10 ტენდერი.

დოკუმენტი შესყიდვების სამსახურმა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგინა, რომელსაც დეპუტატები მომავალ სხდომაზე მოისმენენ და განიხილავენ.

​ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის შესყიდვების განყოფილება შედგება 7 საშტატო ერთეულისგან.