“ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი ქადაგიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

836

თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს “ქართული ოცნებიდან” ირაკლი ქადაგიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.  ამის შესახებ მან ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

“მინდა მოგახსენოთ, რომ დამიდასტურდა COVID-19, რის გამოც იძულებული ვარ საჯარო სივრციდან გადავინაცვლო თვითიზოლაციაში.

თავს ვგრძნობ ყველაზე უფრო მეტად მხნედ, შემართებით და იმედიანად. იმედის საფუძველს, სწორედ ის განწყობა და მუხტი მაძლევს, რაც აქტიური საარჩევნო კამპანიის დროს თქვენგან მუდმივად იგრძნობოდა.

მინდა მოგმართოთ თითოეულ მოქალაქეს და მოგიწოდოთ – წადით არჩევნებზე და გააკეთეთ ღირსეული არჩევანი,” – წერს ქადაგიშვილი.