„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში, ტარიელ ნაკაიძის განცხადებით, გარკვეული ჯგუფები ავრცელებენ ჭორს, თითქოს კანდიდატურა მოხსნა და არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აღარ აპირებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ნაკაიძე მოუწოდებს ხელისუფლებას შეეშვას ჭორების გავრცელებას და იყოს კონსტრუქციული.
ნაკაიძემ ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ღია ბრძოლა მათი საარჩევნო პლაკატებისა და ბილბორდების წინააღმდეგ, ხევენ, აზიანებენ და ზევიდან აკრავენ სხვა პლაკატებს. ნაკაიძის თქმით, ეს ყველაფერი არის უზნეობა. ის „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, შეეგუოს მარცხს არჩევნებში და 31ოქტომბერს მშვიდობიანად გადააბაროს ხელისუფლება კოალიციურ მმართველობას