საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, სახელმწიფო წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის აქტიურ მუშაობას იწყებს.
მისი თქმით, სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში და მათ შორის თელავშიც სასმელი წყლის პრობლემა 2024 წლისთვის აღმოიფხვრება.
გახარიას განმარტებით, მოსახლეობას ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება და დასრულდება ის მნიშვნელოვანი პრობლემა რასაც წყლის გრაფიკით მიწოდება ქვია.
“2024 წლისთვის საქართველოს 2 800 000 მოქალაქეს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრება დავამსგავსოთ ევროპის საუკეთესო ქალაქების ცხოვრებას და ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთად. ეს გეგმა უკვე არსებობს და არჩევნებიდან მეორე დღეს დაიწყება მისი განხორციელება ყველგან”,- განაცხადა გახარიამ.