კახა კუკავა: დამიდასტურდა კოვიდ-19, ვწყვეტ საჯარო კამპანიას

509

პარტია “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ კუკავა Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“მეგობრებო, სამწუხაროდ დამიდასტურდა კოვიდ 19, ამიტომაც ამ წუთიდან ბუნებრივია ვწყვეტ საჯარო კამპანიას. თავს ვგრძნობ კარგად და შევეცდები დისტანციურად გვერდში დავუდგე ჩემს მეგობრებს და თანამებრძოლებს არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში”, – წერს კუკავა.

27 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა — 1 262, გარდაიცვალა — 23 ადამიანი.

ჯამში, საქართველოში კორონავირუსის 32 127 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 12 632 პაციენტი ვირუსისგან განიკურნა, 238 კი გარდაიცვალა.