ირაკლი ოქრუაშვილმა ზუგდიდში მხარდაჭერა გიგი უგულავას გამოუცხადა

484

“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დღეს ზუგდიდში “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გიგი უგულავას და მის მხარდამჭერებს შეხვდა.

ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ის არჩევნებში გიგი უგულავას დაუჭერს მხარს.

“მე მინდა მას დავუჭირო მხარი და ამისთვის მაქვს რამდენიმე მიზეზი, პირველი ის, რომ ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა მთელი ჩვენი ქვეყნის დაპრივატება, ჯიბეში ჩადება, ჩვენი სახელმწიფოებრიობის დასუსტება, კრიმინალთან ხელშეკრულების დადება და მათთვის ხელისუფლების გაყოფა, სიღარიბის გაზრდა, ჩვენი თანამოქალაქეების ქვეყნიდან გამგზავრება ლუკმაპურის საშოვნელად. ჩვენ ამას ვეწინააღმდეგებით. ეს არის განსაკუთრებული მიზეზი, რის გამოც მე გიგის მხარს ვუჭერ. ორივე ერთად აღმოვჩნდით ციხეში, მარტივი მიზეზის გამო, ბატონმა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ სასამართლო, ქვეყანაც მას ეკუთვნის, პოლიტიკური პარტიებიც მას უნდა ეკუთვნოდეს, და საზოგადოება არაფერ კრიტიკულს არ უნდა გამოთქვამდეს და ეს ასე არ იქნება, ჩვენ გვინდა ცვლილება ჩვენს ქვეყანაში. ცვლილება უკთესობისკენ”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

“ევროპული საქართველოს” კანდიდატის გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა საბოლოო შედეგზე აუცილებლად აისახება

“ჩვენ ერთად შევძლებთ გამარჯვებას, დარწმუნებული ვარ რომ მხარდაჭერა თავის შედეგს გამოიღებს, ჩვენ ყოველთვის ვიყავით მოხრე, რომ ერთიანი მაჟორიტარი ყოფილიყო, სამწუხაროდ, ზოგ ოლქებში ეს მოხერხდა, ზოგან ვერა, მაგრამ საბოლოო ჯამში 31 ოქტომბერს, ყველა ერთად ვიზეიმებთ “ქართუკლ ოცნებაზე” გამარჯვებას”, – განაცადა გიგი უგულავამ.

მანამდე, უგუავას “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ჯავასცრიპტ:დოცუმენტ.ფორმა.სად.ფოცუს();დოცუმენტ.ფორმა.სად.სელეცტ();ნათელაშვილმაც  გამოუცხადა მხარდაჭერა.