“ევროპული საქართველოს” ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატს კორონავირუსი დაუდასტურდა

423

“ევროპული საქართველოს” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობოს კანდიდატს ოთარ კახიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ოთარ კახიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“თავს ვირუსის კვალობაზე ნორმალურად ვგრძნობთ. სიცხე, ხველა, ყელის და სახსრების ტკივილია სიმპტომები. ვმკურნალობთ ქუთაისში, თვითიზოლაციის პირობებში.

ატარეთ პირბადე და გაუფრთხილდით თქვენ გარშემო მყოფებს, განსაკუთრებით ხანდაზმულებს და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს.

ქუთაისში საარჩევნო კამპანიას ჩვენი გუნდით ვაგრძელებთ, ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვით, რაც გავრცელების რისკებს ამცირებს.

ამ ვირუსს მალე მოვერევით და მასთან ერთად ქოცური ვირუსიც დაგვემარცხებინოს”-წერს ოთარ კახიძე.