42 000 ფერმერს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ 2012-2019 წლების დავალიანება სრულად ჩამოეწერა

452

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამელიორაციო მომსახურების 2020 წლის გადასახადისგან 33 325 აბონენტი გათავისუფლდა, დანაზოგმა 3 733 020 ლარი შეადგინა.

გარდა ამისა, როგორც უწყებაში აცხადებენ, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის – „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ – ფარგლებში, მომხმარებლებს სრულად ჩამოეწერათ 2020 წლამდე შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული დავალიანება.

შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული 8 000 000 ლარამდე ოდენობის დავალიანება, რომელიც 2012-2019 წლებში წარმოიქმნა, სრულად ჩამოეწერა 42 000 ფერმერს. 2012-2019 წლებში წარმოქმნილი დავალიანება ჩამოეწერა ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ვინც ისარგებლა შპს „საქართველოს მელიორაციის“ შემდეგი სერვისებით: ირიგაცია, დრენაჟი, მობილური ტუმბოაგრეგატებით წყლის მიწოდება, სატბორე მეურნეობების წყლით უზრუნველყოფა. აგრეთვე იმ პირებს, რომლებსაც ვალდებულება წარმოეშვათ შპს „საქართველოს მელიორაციის“ წინაშე წყლის დატაცების შედეგად.