გლდანის ხევის N6–N6ა კორპუსებთან 5 200 კვ.მ ფართობზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

375

გლდანის ხევის N6–N6ა კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა. სამუშაოები დაახლოებით, 5 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე დასრულდა.

პროექტის შედეგად, მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდა ღია სივრცის ტენისის მაგიდები. ასევე, მოეწყო სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „მალგიომ“ შეასრულა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 385 678 ლარი დაიხარჯა.

დასრულებული სკვერი გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად დაათვალიერა.