„ნაციონალური მოძრაობის” ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ და პარტიის მხარდამჭერებმა “ქართული ოცნების” ისნის მაჟორიტარობის კანდიდატის, კახა კახიშვილის საარჩევნო შტაბთან აქცია -პერფორმანსი გამართეს.
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ისინი „ქართული ოცნების” ძალადობრივ რეჟიმს აპროსტებენ.
ხატია დეკანოიძის თქმით, მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ აქტიურად იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს.
„ეს არის პროტესტი იმ ძალადობის მიმართ, რომელსაც „ქართული ოცნება” ახორციელებს ყველგან. იმის მაგივრად, რომ გამოეძიებინათ მარნეულში მომხდარი ფაქტი, დააკავეს დაზარალებული. გარდა ამისა, „ქართული ოცნება” ზუსტად ამ ოფისიდან აქტიურად იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, გამგეობას, გამგებელს და ზოგადად, „ქართული ოცნების” კანდიდატი არის მთლიანად გადართული ადმინისტრაციულ რესურსზე. ყელაფერი ეს, რაც ხდება წინასაარჩევნი პერდიოში, უჩვენებს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეების ნება არის შეურყეველი და ეს ნება არის ბიძინა ივანიშვილის დამარცხება. ჩვენი ახალგაზრდები აპროტესტებენ გაზრდილ კრიმინალს, ძალადობრივი და „ზონდერ“ ჯგუფების ორგანიზებას. მათ იციან, რომ 31 ოქტომბერს დამთავრდება უპერსპექტივობა და დაიწყება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმავლობის ხანა”,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.