ცესკოში პარტიების პროპორციული სიების წარდგენის ვადა დღეს იწურება

268

პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო სიების წარდგენის ბოლო ვადა დღეს, 18:00 საათზე ეწურებათ. საარჩევნო სუბიექტები. რომლებიც ამ დრომდე არ წარადგენენ პარტიულ სიას, ავტომატურად მოიხსენებიან საარჩევნო მარათონიდან. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის სულ 59 სუბიექტია რეგისტრირებული.

ამ ეტაპზე უცნობია, რამდენმა მათგანმა წარადგინა ცესკოში პარტიული სია. საარჩევნო სისტემის ცვლილების შედეგად, მოქალაქეები 30 მაჟორიტარ კანდიდატს აირჩევენ, 120 მანდატი კი პარტიული სიით გადანაწილდება.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოსი 31 ოქტომბერს გაიმართება.