თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ზონალურ-საათობრივი პარკირება შემდეგ ეტაპზე ვაკეში, კერძოდ აბაშიძის, ფალიაშვილის და ჭავჭავაძის ყველა მკვეთ ქუჩაზე ამოქმედება.
ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედებაზე მთავრობის სხდომაზე ისაუბრა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. მისი თქმით, 20 ოქტომბრიდან ვაკეში განთავსდება საინფორმაციო ჯიხურები, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, ინფორმაცია მიიღონ და თავიანთი ავტომობილები დაარეგისტრირონ, რათა მათთვის პარკირება უფასო იყოს.
მერის განმარტებით, ადგილობრივი მოსახლეობისთვის პარკირება იქნება უფასო. ასევე, პარკირება უფასო იქნება შშმ პირებისთვის, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვისა და ელექტრომობილებისთვის. დანარჩენ შემთხვევაში გადასახადი იქნება საათში ერთი ლარი.
“რაც შეეხება სხვა კონკრეტულ რაიონებს, ქუჩებს, ეტაპობრივად ყველგან განხორციელდება ანალოგიური მიდგომა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩვენს სატრანსპორტო პოლიტიკაში”, — განაცხადა კალაძემ.