სანიაღვრე ქსელის მოწყობის გამო, მარატ ნოზაძის ქუჩაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური გლდანის რაიონში, ბოჭორიშვილის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
„აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 17-დან 22 სექტემბრის ჩათვლით, მარატ ნოზაძის ქუჩაზე, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.