ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზეც ამოქმედდება

678

თბილისის მერიის განცხადებით, პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩების შემდეგ, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირზეც ამოქმედდება.

როგორც მერიის სხდომაზე ქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, პარკირების საფასური ერთი საათის განმავლობაში ერთი ლარი იქნება.

პარკირების საფასური არ შეეხება:

  • ზონალური პარკირების სივრციდან 100 მეტრის რადიუსში მცხოვრებ მოქალაქეებს;
    იმ ავტომობილის მძღოლებს, რომლის მფლობელის სახლიც საცხოვრებელი პარკირების არეალიდან 100 მეტრის რადიუსშია;
  • ელექტრომობილების მფლობელებს;
  • შშმ პირებს;
  • A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელებს;

კალაძის განცხადებით, ანალოგიური პროექტის განხორციელება ვაკის რაიონშიც იგეგმება. თუმცა, მისივე თქმით, ქუჩებისა და რაიონებიდან გამომდინარე პარკირების საფასური სხვადასხვა იქნება.

თბილისში, პეკინის გამზირზე ზონალური საათობრივი პარკირება 10 სექტემბერს ამოქმედდა.