გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 5 ვაკანტურ ადგილზე ღია კონკურსი გამოაცხადა.
უწყებამ ვაკანსიები შემდეგ პოზიციებზე გამოაცხადა:
1. ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – აღნიშნულ პოზიციაზე 3 ვაკანტური ადგილია, თითოეულ შემთხვევაში სახელფასო სარგო 900 ლარია;
2.ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების ხელმძღვანელი – სახელფასო სარგო – 1 200 ლარი;
3. უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილების III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – სახელფასო სარგო 900 ლარი.
დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა გააგზავნონ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდის “hr.gov.ge” საშუალებით.