პრემიერის შეფასებით, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქალაქისთვის ბოლო პროექტი არ არის და მისი ფუნქცია კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს

564

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბოლო პროექტი არაა ქუთაისისთვის და ქალაქის ფუნქცია კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს.

„ეს არ არის ბოლო პროექტი ქუთაისისთვის. ქუთაისს თავისი ფუნქცია აქვს, რომელიც სულ უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს. ესაა, როგორც საგანმანათლებლო, ასევე ტურისტული, ინდუსტრიული მიმართულება, სამედიცინო და ჯანდაცვის მიმართულებები. მერწმუნეთ, რომ ქუთაისი ისტორიულადაც ყოველთვის თავისი განსაკუთრებული ფუნქცია აქვს ქვეყნის განვითარებაში და ეს ფუნქცია უფრო და უფრო გაძლიერდება“, -განაცხადა პრემიერმა ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის ფუნქციის ჩამორთმევის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების მისაღებად მზადაა.