„ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რომელი ნომერი ვიქნები. მერწმუნეთ, რომ ამით არ არის განსაზღვრული ის ძალისხმევა, რომლითაც მე ვიბრძოლებ ამ გამარჯვებისთვის უახლოესი თვეების განმავლობაში“, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რომელი ნომერი იქნება პარტიის საარჩევნო სიაში.
მისი თქმით, ამ ეტაპზე პირველი ათეული ცნობილი არ არის.
„ჯერ პირველი ათეული ცნობილი არ არის. ზოგიერთებს რომ ეჩქარებათ, ჩვენ საქმე გვაქვს გასაკეთებელი და მაგასაც მოვასწრებთ. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რომელი ნომერი ვიქნები. მერწმუნეთ, რომ ამით არ არის განსაზღვრული ის ძალისხმევა, რომლითაც მე ვიბრძოლებ ამ გამარჯვებისთვის უახლოესი თვეების განმავლობაში. პირველი ვიქნები თუ ბოლო ნომერი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა გახარიამ.