დღეს „ქართული ოცნება“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ლაგოდეხის მოსახლეობას წარუდგენს

651

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული“ საქართველო რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრას და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს.

11 აგვისტოს, 14:00 საათზე მმართველი პარტია ლაგოდეხის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს წარუდგენს. წარდგენას ,,ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და ,,ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები დაესწრებიან.

დღესვე, 16:30 საათზე ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად ყვარლის მოსახლეობას შეხვდებიან.