გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიას მხოლოდ და მხოლოდ მომავალზე აგებს

667

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიას მხოლოდ და მხოლოდ მომავალზე აგებს.

ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ, შესაძლოა, თუ არა წინაასაწარჩევნო კამპანია პოზიტიურად შეფასდეს იმის გათვალისწინებით, რომ მაგალითად, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას საკმაოდ ვრცლად ისაუბრა წინა ხელისუფლებაზე და აგვისტოს ომზე, გახარიამ აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრია და მისთვის მშვიდობის განზომილებას მთლიანად ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

„ჩვენ კამპანიას ვაგებთ მხოლოდ და მხოლოდ მომავალზე. თუ მოისმინეთ, მხოლოდ და მხოლოდ მომავალზე ვსაუბრობდი. რა თქმა უნდა, შეუძლებელია წარმატებული მომავლის მშენებლობა მშვიდობის გარეშე და ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აგვისტოს დღეებია. ბატონმა ირაკლიმ თუ რაღაც აქცენტები გააკეთა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ის თავდაცვის მინისტრია და მისთვის მშვიდობის განზომილებას მთლიანად ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, ეს არის ის განმარტება, თორემ მთლიანად კამპანია მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური და მხოლოდ მომავალზე, ახალგაზრდობაზე, დაწყებული საქმეების დასრულებაზე და ახლების დაწყებაზე იქნება ორიენტირებული, რაზეც ჩვენ ბევრ ვსაუბრობთ“,-განაცხადა გახარიამ.