პარტია „თავისუფალი საქართველო“ პარლამენტში მაჟორიტარობის კანდიდატად გია ყრუაშვილის კანდიდატურას დაუჭერს მხარს

438

ჩვენი პარტია საქართველოს პარლამენტში, მაჟორიტარობის კანდიდატად გია ყრუაშვილის კანდიდატურას დაუჭერს მხარს. იგი უაღრესად პრინციპული ადამიანია, რომელიც პროფესიონალიზმითა და ქვეყნისადმი ერთგულებით გამოირჩევა , -ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა.

კახა კუკავას თქმით, გია ყრუაშვილის მხარდაჭერით ნაძალადევის რაიონის მოსახლეობა, პარლამენტში ეროვნული ძალების გაძლიერებას შეუწყობს ხელს, რაც საქართველოს დღეს ასე ძალიან სჭირდება. „თავისუფალი საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატის გია ყრუაშვილის თქმით კი, საქართველოს პარლამენტი ეროვნული ძალებით უნდა დაკომპლექტდეს.

„დღეს საკანონმდებლო ორგანო ნეოლიბერალი დეპუტატებისგან შედგება, რომლებმაც ქვეყნის განვითარება მნიშვნელოვნად შეაფერხეს. ისინი ერთმანეთში პორტირებული ჯგუფები არიან, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ნაძალადევის რაიონის მოსახლეობის შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მზად ვარ ქვეყნის განვითარებისთვის პარლამენტიდან ვიბრძოლო და ეროვნული ძალების კონსოლიდაციას ხელი შევუწყო”, – განაცხადა გია ყურაშვილმა.

ცნობისთვის, ნაძალადევის შემდეგ „თავისუფალი საქართველო” დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატებს დედაქალაქის სხვა რაიონებშიც წარადგენს.