აჭარის მთავრობა: „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

436

ე.წ. “ოცნების ქალაქის” პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სამშენებლო ტერიტორიაზე სამი 12-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ხორციელდება. სამუშაოები პანდემიის პროცესშიც, შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, უწყვეტად მიმდინარეობს.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ოცნების ქალაქის მოსახლეობისთვის ბინების გადასაცემად საჭირო კრიტერიუმების დოკუმენტზე კომისიამ მუშაობა დაიწყო.

“ამ ეტაპზე აჭარის სამთავრობო კომისიის მუშაობაში იუნისეფი, წითელი ჯვარი და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მონაწილეობს. სამუშაო პროცესში, დაახლოებით, 120 ადამიანია დასაქმებული.

ე.წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების მშენებლობის გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ იქ არსებული მძიმე სოციალური და შეუსაბამო საცხოვრებელი პირობების გამო მიიღო“, – განმარტავენ აჭარის მთავრობაში.