გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადარბაზევში გზების რეაბილიტაცია დასასრულეს უახლოვდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე ჯამში 2 532 მეტრია. მიმდინარე სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
როგორც გორის მერიაში აცხადებენ, ნადარბაზევში გზის ასფალტირების სამუშაოების ღირებულება 784 221 ლარს შეადგენს. მათი ინფორმაციით, გზის აღნიშნულ მონაკვეთებს მსგავსი სახის რეაბილიტაცია ათული წლებია არ ჩატარებია. სოფელში დაზიანებული საფარი გადაადგილებისას სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა მძღოლებსა და ქვეითებს.