გორში, ქართლის ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

863

გორში, ქართლის ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. შესაბამისი ტენდერი გორის მერიამ უკვე გამოაცხადა.

სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის ვადაში უნდა შეასრულოს.

გორის მერიას ამისთვის 292 240 ლარი აქვს გათვალისწინებული.

“გორში, ქართლის ქუჩის რეაბილიტაციის დანიშნულებაა უზრუნველყოს კომფორტული და უსაფრთხო სატრანსპორტო მოძრაობა. არსებული საგზაო საფარი  ამორტიზირებული  ასფალტბეტონისაა, რომელიც ძლიერ დაზიანებულია, შეინიშნება ორმოები”, – წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.

პროექტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო ფართი 2135 კვმ – ია. ასევე გათვალისწინებულია 200 კვმ მიერთების რეაბილიტაცია და ეზოში შესასვლელების მოწყობა.