გორის სოფლებში, წედისში, ოლოზსა და ბნავისში წყლის სისტემის მოწყობისთვის 2 მლნ ლარამდე დაიხარჯება

441

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში წედისში, ოლოზსა და ბნავიში სასმელი წყლის სისტემის მოწყობისთვის ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

სამუშაოებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიას 1`181`550 ლარი აქვს გათვალისწინებული.

სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 კალენდარულ დღეში უნდა შეასრულოს.

“პროექტის ფარგლებში უნდა მოეწყოს დაახლოებით 400 ოჯახზე ახალი წყალმომარაგების სათავე ნაგებობა, რომელიც უნდა იყოს გათვლილი თვითდინების სისტემაზე, უნდა მოეწყოს სამივე სოფელში ინდივიდუალური რეზერვუარები. უნდა მოეწყოს საქლორატოროები და შიდა გამანაწილებელი ქსელი, დამონტაჟდეს ინდივიდუალური მრიცხველები”, – წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.

აღნიშნულ სოფლებში სასმელი წყლის პრობლემა წლების განმავლობაში მოუგვარებელია.