დღეს 496 დევნილ ოჯახს ახალი ბინა გადაეცემა ან უკვე არსებული დაუკანონდება – ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„დღეს 496 დევნილ ჯანდაცვის სამინისტრო ოჯახს გადასცემს ახალ ფართს, ახალ ბინას ან დაუკანონებს უკვე არსებულს. ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია და გაგრძელება დევნილებზე ზრუნვის. წლის ბოლომდე, მსგავსი დადგენილებები ჩვენ კიდევ რამდენიმე გვექნება, რომელიც შეეხება დაახლოებით 500 დევნილს მთელი ქვეყნის რეგიონების მასშტაბით“, – განაცხადა გახარიამ.