კალაძე: გლდანში, მეტროს მიმდებარედ სპეციალური ზებრა გადასასვლელები მოეწყობა

428

დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე თბილისში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ილაპარაკა.

„გლდანში ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩის ძირითადი სამუშაოები დასრულდა. საგზაო ინფრასტრუქტურა უკვე მოწესრიგებულია და ავტომობილები უპრობლემოდ გადაადგილდებიან. თუმცა დარჩენილია მცირე დეტალები, რაც თვის ბოლოს დასრულდება.

მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა, დარჩენილია პატარა მონაკვეთები. ასევე ხდება ავტობუსის გაჩერებების მონტაჟი. პარალელურად მიმდინარეობს მეტროს მიმდებარე ტროტუარებთან ღობის მონტაჟი, იმისთვის, რომ გზაზე ქაოსური მოძრაობა თავიდან იყოს აცილებული. იქნება სპეციალური ზებრა გადასასვლელები, სადაც ადამიანები გზაზე გადასვლას უსაფრთხოდ შეძლებენ“, – აღნიშნა კალაძემ.