თბილისის მერიამ ლურჯი ფერის მიკროავტობუსების შესყიდვაზე 29.8 მილიონიანი ტენდერი უკვე გამოაცხადა

378

მერია 29.8 მლნ ლარის ლურჯი ფერის მიკროავტობუსების შესყიდვას გეგმავს. ამ მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 18 ივლისს დაიწყება და 23 ივლისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 29 819 040 ლარია.

რაც შეეხება მოთხოვნებს, როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, მიკროავტობუსები უნდა იყოს გამოშვებული არაუადრეს 2020 წლისა; გათვლილი უნდა იყოს 17 მგზავრზე; ამასთან, სატენდერო მოთხოვნების თანახმად, მიკროავტობუსს გვერდითა მარჯვენა მხრიდან უნდა გააჩნდეს მგზავრის ასასვლელი გასასრიალებელი კარი. ცენტრალური საკეტით.