ბაკურიანის რამდენიმე ქუჩაზე ბეტონის გზა დაიგება

354

დაბა ბაკურიანში საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბური სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

“პროექტის მიხედვით, 2კმ სიგრძის კაპიტალური ასფალტობეტონის საფარი წერეთლისა და აღმაშენებლის ქუჩების მონაკვეთებზე დაიგება. მოეწყობა ასევე ტროტუარები, სანიაღვრეები და ეზოებში შესასვლელები. ამჟამად, ქუჩებზე კიუვეტების მოწყობა და საფარის დასაგებად გრუნტის მომზადება მიმდინარეობს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სამუშაოებს მერის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ზაალიშვილი, მერის მოადგილე ბუბა ბერიძე და დაბა ბაკურიანში მერის წარმომადგენელი – გოჩა გობრონიძე ადგილზე გაეცნენ. ხელმძღვანელმა პირებმა დაბა ბაკურიანში მშენებარე სასწრაფო სამედიცინო ცენტრიც დაათვალიერეს.

ამ დროისთვის, ობიექტზე მისასვლელი გზისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა ხორციელდება.