დავით ნარმანია: ჩვენ ამ სამი წლის განმავლობაში არ გავჩერებულვართ და მართლაც დღე და ღამე ვმუშაობდით

1190

ჩვენ ამ სამი წლის განმავლობაში არ გავჩერებულვართ და მართლაც დღე და ღამე ვმუშაობდით, ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ ჩვენმა საზოგდოებამ ძალიან ბევრი სიკეთე მიიღო ქალაქის მმართველობისგან, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც მან სამწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა.
ნარმანიას განცხადებით, სწორედ ეს იმის შედეგია, რომ ყველა სამსახური მოწოდების სიმაღლეზე იდგა.

“მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა, საბოტაჟისა, რომელსაც განსაკუთარებით ჩვენი მმართველობის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდა ადგილი, მიუხედავად უამრავი გავრცელებული დეზინფორმაციისა ჩვენი საქმიანობის შესახებ და ა.შ. ამას ჩვენთვის ხელი არ შეუშლია და ვაკეთებდით იმას, რამაც ასეთი მნიშვნელოვანი შედეგი მოგვცა”, – განაცხადა ნარამანიამ.

წყარო: ინტერპრესნიუსი