თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა

593

მთაწმინდის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სხვადასხვა ქუჩაზე გზის საფარის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. საგზაო სამუშაოები ამჯერად, ვერაზე, ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრელებს.

მათი ცნობით, მასშტაბური სამუშაოების შედეგად, 1000 კვ.მ ფართობზე ამორტიზებული ასფალტი ორფენიანი საფარით შეიცვალა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ტროტუარი და ბორდიურიც მოეწყო.

დასრულებულ სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე გაეცნო.

საგზაო სამუშაოები კონტრაქტორი კომპანია „პარმის“ მიერ შესრულდა, რისთვისაც მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 100 000 ლარი დაიხარჯა.