გახარია: 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ არის, შეიძლება, რაღაც ცვილებები შევიდეს

673

მთავრობის და ხელისფულების ძირითადი ამოცანაა, რომ 3-4 თვე გამოვიყენოთ, რათა მაქსიმალურად მოვამზადოთ ჯანდაცვის სისტემა, იმისთვს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტალღა იქნება ადრეულ ან გვიან შემოდგომას, ჩვენ შევძლოთ შეზრუდვების გარეშე ვმართოთ პროცესი , – ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც კორონავირუსის მეორე ტალღას ეხებოდა.

გახარიას თქმით, ვირუსის მეორე ტალღის შემთხვევაში, ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს მზად, რომ სწრაფად გამოავლინოს ინფიცირების კერა.

„იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გვექნება გარკვეული რაოდენობა ინფიცირებულების ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს მზად ორი რაღაცისთვის: პირველი – სწრაფად გამოავლინოს ინფიცირების კერა და ამისთვის იქნებ შექმნილი ლაბორატორიების ქსელი და გამოვლენის შემდგომ, სწრაფად უმკურნალოს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნოს ეს ადამიანები. ეს არის ის ერთადერთი შესაძლებლობა, რომლისთვისაც ჩვენ უდნა ვიყოთ მზად, რომ მეორე ტალღის შემთხვევაში მსგავსი ეკონომიკური მკაცრი და მძიმე შეზღუვები არ დაგვჭირდეს“, – განაცხადა გახარიამ.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა 520-ე დადგენილების გადახედვა, გახარიამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი არ არის.

„520 დადგენილება არის რთული, მაგრამ უკიდურესად საჭირო იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემა ქვეყანაში იყოს უფრო დაბალანსებული და სტაბილური, მდგრადი გრძელვადიანი გამოწვევების წინაშე. 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ არის, 520-ე დადგენილებაში შეიძლება, რაღაც ცვილებები შევიდეს, ეს არის და ეს. რაც შეეხება ჯანდაცვის სისტემის დახმარებას, დეველოპმენტის და მშენებლობის სექტორის დახმარების შემდგომ, შემდეგი სექტორალური ანტიკრიზისული გეგმა იქნება ჯანდაცვის სისტმემის მიმართულებით“, – განაცხადა გახარიამ.