8 ივნისიდან რესტორნებში ყველა სახის მომსახურება აღდგება

545

8 ივნისიდან, აღდგება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებული საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. ამასთანავე, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გაიხსნება ასევე სასტუმროები და საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც.

„ეს ნიშნავს იმას, რომ რესტორნებს სრულად შეეძლებათ მუშაობა. 8 ივნისიდან ასევე გაიხსნება სასტუმროები, მხოლოდ ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნებათ ამაზე კონკრეტული სახის ნებართვა. გაიხსნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც. ეს ნაბიჯები მიღებულია, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ასევე, 8 ივნისიდან განახლდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმოსვლაც, 29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ხოლო, 1 ივნისიდან ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც გაიხსნება.