ვერ ვხედავთ კონსორციუმთან ანაკლიის პროექტის გაგრძელების პოტენციალს – ნათია თურნავა

525

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ანაკლიის პროექტის განხორციელებაში ხელისუფლება ანაკლიის კონსორციუმის რესურსს ვერ ხედავს.

„პორტი სტრატეგიული პროექტია. ამით აიხსნება ის მხარდმჭერი მიდგომა რასაც ხელსიუფლება იჩენდა მნიშვნეოვანია რო ეს გაგრზელდეს. როგრც კი მოგვეცემა შესძლებლობა მივუბრუნდებით ტენდერის გამცხადები ორგანიზებას.

დიდ კონტრიბუციას ვთავაზობთ პოტენციურ და ყოფილ ინვესტორებსაც ვთავაზობიდით და ეს არაერთხელ გვითქვამს. ეს იყო მიწის გადაცემა, ეს იყო ფინანსური მხარდაჭერა, ეს იყო სხვადასხვა ინფრასტრუქტურის ჩვენს თავზე აღება, იურიდიული მხარდაჭერა. ჩვენი ლიბერალური მიდგომა ვადების მიმართ და ყველაფერს აქვს საზღვარი, როდესაც დავრწმუნდით, რომ წინა კონფიგურაციით ინვესტორები ვერ ახერხებდნენ ამ პროექტის წინ წაწევას, ახლაც კვლავ მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ გვაგრძელოთ მუშაობა საფინანსო ინსიტუტებთან, მათ კონსულტაცია გაგვიწიონ ტენდერის ხელახლა გამჭვირვალედ ორგანიზებაში.

ჩვენ ვერ ვხედავთ კონსორციუმთან ამ პროექტის გაგრძელების პოტენციალს. ეს პროექტი კონსორციუმთან ერთად აქამდე უნდა ყოფილიყო განხორციელებული, ეს ვერ მოხერხდა სამწუხაროდ, მიუხედავად ჩვენი ძალიან ლიბერალური მიდგომისა და მხარდაჭერისა, დაგვიანდა პროექტის განხორციელება, ამიტომ ამ კონსორციუმის მონაწილეობის რესურსს ჩვენ ვერ ვხედავთ პროექტში, იმისთვის რომ პროექტი წარმატებული იყოს ჩვენ უნდა ვეძებოთ ახალი საინვესტიციო პოტენციალი, ახალი კონფიგურაცია და ახალი ინვესტორები და ძალიან დიდი იმედი გვაქვს დაინტერესდებიან ამ პროექტით“, – განაცხადა მინისტრმა.