გორში, სტალინის გამზირზე, მრავალბინიანი კორპუსების ფასადების რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
სამუშაოების შესასყიდად, გორის მერიამ ტენდერი 4 ეტაპად, მიმდინარე წლის თებერვალში გამოაცხადა, თუმცა მასში მონაწილეობა არავი მიიღო.
პირველი ეტაპზე განსახორციელებელი სამუშაოებისთვის გორის მერიას 325`900 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული. მეორე ეტაპზე – 363 380, მესამე ეტაპზე – 343 990, ხოლო მეოთხე ეტაპზე კი – 358`060 ლარი. სამუშაოების მთლიანი ღირებულება კი 1 391 330 ლარს შეადგენს.
პროექტის მიხედვით, სტალინის გამზირზე არსებული კორპუსების ფასადების სრული რეაბილიტაცია იგეგმება. საერთო ჯამში რეაბილიტაცია 29 საცხოვრებელი კორპუსის ფასადს ჩაუტარდება.
ჯერჯერობით, უცნობია როდის გამოცხადდება ხელახალი ტენდერი.