ქუთაისში არსებული 18-ვე ბლოკპოსტი უქმდება

582

ქუთაისში არსებული ბლოკ-პოსტები უქმდება.

იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, საკონტროლო პუნქტების დემონტაჟი დაწყებულია და ხვალ დილიდან ქალაქში 18 შესასვლელ-გამოსასვლელზე კონტროლი მოიხსნება.

საკონტროლო პუნქტები ვირუსის პრევენციის მიზნით 31 მარტს განთავსდა.