GWP დღეს, ჭავჭავაძის გამზირზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

436

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დღეს, 23 აპრილს, ჭავჭავაძის გამზირზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 23 აპრილს ღამის 22:00 საათიდან 24 აპრილის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ვაკის რაიონში:

ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის, ფალიაშვილის, რამიშვილის ქუჩების ნაწილს, თამარაშვლის გამზირის ნაწილს, ყიფშიძის, წყნეთის, ბერძენიშვილის, კავსაძის, მოსაშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტის მეოთხე, საბოლოო ეტაპის ფარგლებში წყალმომარაგების სისტემა სრულად განაახლა. კომპანიის ტექნიკური ბრიგადები ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით აგრძელებენ მუშაობას. ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე სრულად შეიცვალა 400 მეტრი სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების სისტემა. ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყო.

„ჯივიპიმ“ ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტში, ჯამურად, 10 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.

კომპანია დღეს, 23 აპრილს, ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში შესრულდება. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს, 23 აპრილს ღამის 22:00 საათიდან 24 აპრილის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ვაკის რაიონში:

ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის, ფალიაშვილის, რამიშვილის ქუჩების ნაწილს, თამარაშვლის გამზირის ნაწილს, ყიფშიძის, წყნეთის, ბერძენიშვილის, კავსაძის, მოსაშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

„ჯივიპი“ ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.