დავით ნარმანია: მომწონს კახი კალაძის საარჩევნო სლოგანი

546

მე მომწონს კახი კალაძის საარჩევნო სლოგანი – ”სიცოცხლით სავსე ქალაქი”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა თვითმმართველობის არჩევნებში ”ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის სლოგანთან დაკავშირებით.

კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ნარმანია, რომ თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქია, მერმა განაცხადა, რომ ეს სლოგანი მას ძალიან მოსწონს. მისივე თქმით, ქალაქში ბევრი რამ კეთდება, თუმცა ახალი პროექტების რეალიზაცია დედაქალაქს კიდევ უფრო მეტ სიცოცხლეს შესძენს.

”ქალაქში ძალიან ბევრი რამ კეთდება და სიცოცხლე ნამდვილად იგრძნობა, მაგრამ კიდევ უფრო მეტი გააქტიურება ქალაქისა, კიდევ უფრო მეტი ახალი იდეის, ახალი პროექტის რეალიზაცია ნამდვილად კიდევ უკეთესს გახდის ჩვენს ქალაქს, ასე რომ, მე პირადად სლოგანი მომეწონა”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

წყარო: ინტერპრესნიუსი