რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრების მომსახურებას დროებით წყვეტს

455

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, 18 მარტიდან, რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა დროებით წყვეტს მუშაობას და მგზავრებს შემდგომ მითითებამდე ვერ მოემსახურება.

თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს ეფუძნება, რომლის მიზანიც ვირუსის გავრცელების რისკების მაქსიმალურად შემცირებაა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მოსახლეობას დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.