ვარიანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ვარიანში გზის რეაბილიტაციაზე 670 440 ლარი დაიხარჯება.
მათივე ინფორმაციით, გზის ერთკილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც იაკობ გოგებაშვილის მუზეუმიდან სოფელ არაშენდასკენ მიემართება, არასდროს ყოფილა ასფალტის საფარი.
„სამუშაოები ხელშეკრულების თანახმად მაისში უნდა დასრულდეს. პროექტის მიხედვით მოეწყობა ასფალტის საფარი, ეზოებში შესასვლელები და გზის მიერთებები.
სამუშაოების დასრულების შემდეგ მძღოლებსა და ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებისას პრობლემები აღარ შეექმნებათ“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.