გორის მერია: ფლავი-ფლავისმანი-ქვეშის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო

1572

სამი სოფლის – ფლავის, ფლავისმანისა და ქვეშის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს 563 992 ლარი მოხმარდება.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სარებილიტაციო გზის მონაკვეთი 1,5 კილომეტრია და ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები ივნისის ბოლოს უნდა დასრულდეს.

„პროექტის თანახმად, ტრანსპორტის სავალი ნაწილის რეაბილიტაციასთან ერთად, ეზოებში შესასვლელები და გზის მიერთებები მოეწყობა. გზის ამ მონაკვეთს რამდენიმე წელია მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაზიანებული გზის საფარი გადაადგილებისას მძღოლებსა და ქვეითებს პრობლემებს აღარ შეუქმნის“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.