გლდანის მე-4 მიკრორაიონში სკვერის მოწყობა მიმდინარეობს

1035

გლდანის მეოთხე მიკრორაიონის N105 კორპუსების მიმდებარედ სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.

გლდანის გამგეობის ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე გამგეობამ გასულ წელს ცხაურების დემონტაჟი განახორციელა, წელს კი, დაახლოებით, 1 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე სკვერს მოაწყობს.

“სამუშაოების შედეგად, მოეწყობა ბავშვთა გასართობი სივრცე, მოსასვენებელი პავილიონი, ღია სივრცე მაგიდის ჩოგბურთისთვის, გარეგანათებისა და სარწყავი სისტემა. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, სკვერის ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც, დაირგვება ხეები და დაიგება ბუნებრივი ბალახი”, – აცხადებენ გამგეობაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ჩვენი ჯგუფი” შეასრულებს, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 163 361 ლარია გათვალისწინებული.