თბილისის მერიამ კუს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაასრულა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა 3-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია მერიას 2.5 მილიონი ლარი დაუჯდა.
„ჩვენ გასული წლის ნოემბერში დავიწყეთ კუს ტბასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. უკვე დასრულებულია პროექტი, გზა მთლიანად რეაბილიტირებულია, დაყენებულია ახალი განათების ბოძები თავისი ლედ-სანათებით. დაახლოებით, 3 კმ-ია ამ გზის სიგრძე და ბევრი ადამიანი სარგებლობს, განსაკუთრებით, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდი. 2,5 მლნ ლარი დაჯდა სამუშაოების განხორციელება“, – განაცხადა კალაძემ.