გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ვაკანსია გამოაცხადა

1112

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ვაკანსია გამოაცხადა. განაცხადი ხელმისაწვდომია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე.

საკრებულო უფროს სპეციალისტს შეარჩევს, რომლის ფუნქციებში იქნება საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის კვარტალური გეგმების პროექტების შედგენა; კომისიის სხდომების ორგანიზება, კომისიის სხდომის ოქმების შედგენა, დასკვნების მომზადება. ასევე იქნება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი.

თანამდებობრივი სარგო 900 ლარია.

მინიმალურ მოთხოვნებს შორის არის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება.