სერგი კაპანაძე: ეუთო მიიჩნევს რომ ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოდის

644

შემდეგი სტატია

“ევროპული საქართველოს“ ლიდერი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ეუთო-მ საარჩევნო სისტემის ოპოზიციის მიერ შემუშავებული კანონპროექტი შეისწავლა და მიიჩნია, რომ ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოდის. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

სადაო კანონპროექტი საერთაშოროსო ორგანიზაციას სახალხო დამცველმა გადაგზავნა.

„ეუთო ამ დასკვნაში საუბრობს იმაზე, რომ ეს მოდელი არის შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან. მას არანაირი წინააღმდეგობა არ აქვს არც საუკეთესო პრაქტიკასთან, რომელიც ევროპაში ან სადმე სხვაგან არსებობს. ეუთო ამბობს, რომ ნებისმიერი მოდელი, რომელიც იქნება შეთავაზებული, უნდა იყოს შეთანხმებული მხარეებს შორის. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ჩვენს მიერ შეთავაზებული მოდელი შეიძლება იქნას მიღებული პირდაპირ“- განაცხადა კაპანაძემ.

მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ მზადაა, ამ მოდელზე მუშაობა გააგრძელოს

„უფრო მეტიც, ეუთოს  აქვს ექვსი რეკომენდაცია შემოთავაზებული. ექვსივე არის მეტნაკლებად ტექნიკური ხასიათის. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს რეკომენდაციები გავითვალისწინოთ“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

2019 წლის ნოემბერში ოპოზიციამ არჩევნების გერმანული მოდელით ჩატარება მოითხოვა. შემდეგ კი კანონპროექტიც შეიმუშავა. ამ ინიციატივით პირველად „შენების მოძრაობა“ გამოვიდა.