ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა ნაგვის ურნები აპრილში დამოტაჟდება. ამის შესახებ “თბილსსერვის ჯგუფის” ხელმძღვანელმა რომეო მიქაუტაძემ განაცხადა.
როგორც მიქაუტაძე ამბობს, მსგავსი ტიპის ნაგვის ურნების დამონტაჟება კომპანიას როგორც ფინანსური, ისე ადამიანური რესურსის დაზოგვაში დაეხმარება.
“ეს კონტეინერები, რა თქმა უნდა, იქნება სეპარირებული და მეორე – ისინი იქნება აღჭურვილი სენსორებით, რომელიც მის ავსებას გვანიშნებს, შესაბამისად, არ მოუწევს მანქანას ჩვეულებრივ შემოვლაზე გაჩერება და ამ ყუთების დაცლა. ჩემი პირადი მოსაზრება არის ის, რომ ასეთ დიდ პროსპექტებზე უპრიანი იქნება მსგავსი ტიპის კონტეინერების განთავსება. პირველ ეტაპზე შევისყიდეთ 90 კონტეინერი და სადღაც 2,8 მილიონი ლარი არის განკუთვნილი ამისთვის, ასევე შევიძინეთ მანქანა, მოგეხსენებათ, რომ თვითონ ამ კონტეინერის დაცლა სპეციალური მანქანით ხორციელდება. შეძენილია ეს მანქანაც, სადღაც აპრილის რიცხვებში უნდა ველოდოთ უკვე ამ კონტეინერების დამონტაჟებას და შემდგომ უკვე ოპერირებას სრული მასშტაბით”, – აცხადებს “თბილსერვის ჯგუფის” ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე.