პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ინიციატივას მხარი დაუჭირა

705

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე საქართველოს პარლამენტში მორიგი საკანონმდებლო ინიციატივით წარსდგა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ცნობით, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დავით გაბაიძის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.

,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი ამჯერად პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. კანონის პროექტი ავტონომიური რესპუბლიკების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში ლიკვიდაციისა და სამეთვალყურეო საბჭოს მოქმედების წესების სრულყოფილ რეგლამენტაციას ითვალისწინებს.