გურჯაანში 4 ადგილზე არასასოფლო დანიშნულების მიწა და შენობები 1,5 მილიონ ლარად აუქციონზე იყიდება

1126

გურჯაანში 4 ადგილზე არასასოფლო დანიშნულების მიწა და შენობები 1,5 მილიონ ლარად აუქციონზე იყიდება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

ქალაქ გურჯაანში, დ. აღმაშენებელის ქუჩა N144-ში არსებული 29788.00 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, ქალაქ გურჯაანში, კოსტავას ქუჩაზე არსებული 2963.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ქალაქ გურჯაანში, დ. აღმაშენებელის ქუჩა N144-ში არსებული 5459.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა და ქალაქ გურჯაანში,კოსტავას ქუჩაზე არსებული 2345.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აუქციონზე იყიდება.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აუქციონის მიმდინარე ფასი 1 მილიონ 526 000. ლარია. ობიექტის შესაძლო, სამომავლო განვითარების პროფილი კი სამრეწველო,სასაწყობე ან სამედიცინო.

უწყებაში განმარტავენ, რომ ადგილზე და შენობებში შეყვანილია წყალი, მოწყობილია საკანალიზაციო და ბუნებრივი აირის სისტემები.