მიმდინარე წლის მარტში ენერგეტიკის განვითარების ფონდი 30 მეგავატამდე სიმძლავრის მზის ენერგიის პირველი სადგურის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვას გამოაცხადებს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ინვესტორების შერჩევისას ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი მათ მიერ შეთავაზებული დაბალი ტარიფი იქნება.
„ვფიქრობთ, რომ მარტში “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი”, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, გამოაცხადებს ინტერესთა გამოხატვას 30 მეგავატამდე მზის ელექტროენერგიის გამომმუშავებელი პირველი სადგურის მშენებლობაზე. ველოდებით, რომ ინტერესი მაღალი იქნება და ბევრი ინვესტორი მიიღებს მასში მონაწილეობას, თუმცა ჩვენთვის მთავარი კრიტერიუმი, განვითარებულ ტექნოლოგიასთან ერთად, იქნება შედარებით დაბალი ელექტროენერგიის საფასური, რასაც შემოგვთავაზებს ესა თუ ის ინვესტორი,”- განაცხადა თურნავამ.