გლდანის პირველი მიკრორაიონის N14-N15 -N21 კორპუსების მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები, დაახლოებით, 2 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდება.
როგორც გლდანის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, პროექტის შედეგად, მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, დამონტაჟდება გარეგანათებისა და სარწყავი სისტემები, ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, სკვერის ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს გლდანის რაონის გამგეობის დაკვეთით, შპს „არბა“ შეასრულებს, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 241 110 ლარია გათვალისწინებული.
https://www.facebook.com/pg/DistrictofGldani/photos/?tab=album&album_id=2532805870338523&__xts__%5B0%5D=68.ARBdqu6M5tCYIVP1Bohk4FX68j68i_8WHEmyqhgJoh7YVkyNksSsCW2Vh4Zky4R-pBucnhVhYr81m7ajT8IxkyvS87ughvRCN7ad-qe80x_rDTk59arpk23TdVozzsXIrTJTzbRKLrFyrL5204C1P5u6cscThuWCISNZ5vO99Dfx5o5cbNXQnOtQHf_TR6ONUr5Svw4U4hBfWnBhHMIZ_3jDH6fi-q6Tx-phw0ePYzK8uJge1mrcJ55dh0C8MR4RtsEoMVAZsuK76d9tRBY3QzXa8cx9vgv898Flo5Rp3EZ8og1sK2oSFDi3hqWZPMkJuMFXZuXrwj-H8mhLu58OJ98cF9L-96zNkY-UWZRiFVzQrMBXDkb1W9KnTC_005Y1nSC9jUcMYuqb-UYzyr7msSiMrSzVk9fg5kH5P3-pbZFF7u0QjQTiAOi5whRmkdk7jThrw3GswmAjEObPWTQ34Ky6vA&__tn__=-UC-R